საქართველოში კორონავირუსისგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- საზოგადოება
- 14.04.2020
- 12:04
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 296 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 69 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.