კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება
- საზოგადოება
- 14.04.2020
- 12:16
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი, მისი და და დისშვილი იმყოფებიან.
დაინფიცირებული სასულიერო პირი თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობს. გავრცელებული ინფორმაციით, ტაძარში ის ბზობის დღესასწაულზე იმყოფებოდა და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა სხვა სასულიერო პირებთან და მრევლთან. COVID-19 მას გუშინ დღის ბოლოს დაუდასტურდა.
ასევე გავრცელებული ცნობით, სწორედ ამ სასულიერო პირს უკავშირდება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელთა ინფიცირებაც.