კორონავირუსით საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი დაინფიცირდა
- საზოგადოება
- 14.04.2020
- 12:49
კორონავირუსით საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი დაინფიცირდა. ინფორმაცია მედიას საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.
დაცვის თანამშრომელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია. ის საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.