ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
- საზოგადოება
- 14.04.2020
- 15:33
ბოლნისის რაიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გავრცელებული ცნობით, დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს იმ პირების კვლევა, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ მედპერსონალთან. კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.