png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე... სახლში დარჩენა რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 15.04.2020
  • 12:00
მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე... სახლში დარჩენა რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზომების გამკაცრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.

კახა კალაძემ მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ეკლესიის მრველს, დაიცვან ქვეყნაში მოქმედი წესები.

“მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინო მოთხოვნები. იცით რომ არის საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი “მაგრამ” ამ შემთხვევაში არ განიხილება და არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასევე გაითვალისწინეთ, სადაც უნდა იმყოფებოდეთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი წესი, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს ცხრა საათიდან. შესაბამისად, ისევე როგორც მომდევნო 10 დღის განმავლობაში, ამ შაბათ-კვირასაც იმოქმედებს აღნიშნული წესები. ყველა ხვდება იმას, რომ არავის სიამოვნებს ამ ვითარებაში ცხოვრება, რომელშიც ახლა იმყოფა მთელი მსოფლიო. არ გვსიამოვნებს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მივიღეთ. რთულია ასეთ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ ყველა კარგად ვხვდებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ დავცვათ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც გაგვაჩნია-ადამიანის სიცოცხლეზე, ამიტომ, ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. ზუსტად ამას გვასწავლის ჩვენი სარწმუნოებაც და მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისია არის მოყვასზე ზრუნვა. ამდენად, სახლში დარჩენა მმორწმუნე ადამიანის რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. მინდა ყველა მორწმუნე მართლმადიდებელს ვთხოვო და მოვუწოდო-დარჩით სახლში და ილოცეთ სხვების ჯანმრთელობისთვის, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის! დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!”, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge