მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 15.04.2020
- 12:43
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში დაავადებულია 2 000 066 ადამიანი.
გარდაცვლილია 126 754, ხოლო გამოჯანმრთელებულია 484 597 პაციენტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 306-ს მიაღწია. გამოჯანმრელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი.