png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კიდევ ერთი კვების აპარატი დაიდგა

  • საზოგადოება
  • 15.04.2020
  • 14:48
თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კიდევ ერთი კვების აპარატი დაიდგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა.

კვების აპარატში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებს დაწყურების საშუალება მიეცემათ. კვების აპარატი რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს.

აპარატის მუშაობას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორ ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის დროს მიუსაფარ ძაღლებსაც მიექცეს ყურადღება. ვითანამშრომლეთ „ზოომარტთან“, რომლის დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის დახმარებით, გვაქვს ძაღლის 5 ტონა საკვები, რომელიც მიმკედლებლებს გადაეცემა. ვფიქრობთ, მათი რიცხვი დაახლოებით, 400-მდე იქნება და ამ პერიოდში, როდესაც ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილია, თითოეული მიუსაფარი ძაღლის კვების პრობლემა გადაწყვეტილი იქნება", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მიუსაფარი ძაღლების გამოკვების გარდა, აღნიშნული პროექტი ნარჩენების გადამუშავებასაც ემსახურება.

"გლდანის VI მიკრორაიონში არსებულ პარკში დღეს ძაღლების საკვები აპარატი დავდგით, რომელშიც ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, საკვები ჩამოიყრება. ეს აქცია ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რადგან საგანგებო სიტუაციის გამო ნაწილობრივ მოიშალა ის სისტემა, რომლითაც მოქალაქეები სამსახურთან არსებულ ცხოველებს კვებავდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკვები და საკვების ნარჩენები გავუნაწილოთ ცხოველებს, რომლებიც ჩვენს სახლებთან და სამსახურებთან არიან. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტი ემსახურება ნარჩენების გადამუშავებასაც", - აღნიშნა ვახტანგ ლომჯარიამ.

აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე პარკი მეოთხე ლოკაციაა, სადაც სააგენტომ ქუჩის ბინადარი ძაღლების გამოსაკვებად შესაბამისი აპარატები განათავსა. აქამდე, მსგავსი ტიპის აპარატი რიყის პარკში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკსა და ვერის ბაღში დაიდგა.

აპარატების საკვებით მომარაგება კომპანია „ზოომარტის“ დამფუძნებელმა, თორნიკე ელიზბარაშვილმა უზრუნველყო, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ აიღო და სააგენტოს მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებად განკუთვნილი საკვები გადასცა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აღნიშნულ საკვებს თავის მხრივ, ცხოველების მიმკედლებლებსა და მათზე მზრუნველ მოქალაქეებს მიაწვდის.

საკვები აპარატის მუშაობას თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge