საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 15.04.2020
- 19:48
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 306 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 71 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.