png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არ მინდოდა თქმა, რა ხდება რეანიმაციაში: თვითონ "გამოძვრნენ“ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ოჯახის წევრები იხრჩობიან - ლევან რატიანი

  • საზოგადოება
  • 16.04.2020
  • 14:22
არ მინდოდა თქმა, რა ხდება რეანიმაციაში: თვითონ "გამოძვრნენ“ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ოჯახის წევრები იხრჩობიან - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, არ მოხდეს საქართველოში ის, რაც იტალიაში მოხდა.

ლევან რატიანის თქმით, თუკი დაინფიცირებულების რაოდენობა მოიმატებს, ამას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს და ქვეყანას, ფიზიკურად, ექიმების რესურსი აღარ ექნება.

"რაც ვიცით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ვირუსის ბიოლოგიური თვისების შესახებ ის არის, რომ თუ იქნება ფიზიკური დისტანცია, რომ დროში გაიჭიმოს ეს ყველაფერი, არ გავხდეთ ინფიცირებული და არ წამოგვივიდეს ის გართულებები, რაც დღეს მსოფლიოს სხვა ქვეყანაშია - ამ ეტაპამდე დაიჭირა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ "ღლიცინს,“ რასაც ჩვენი ქვეყნის უმეტესი მოსახლეობა, სამწუხაროდ, აკეთებს, ვერ ავუვალთ ამას ქართველი ექიმები. ბატონ პაატა იმნაძეს დიდ პატივს ვცემ, ნამდვილად ასე იქნება. დადგება დღე, რომ ექიმები ქვეყანას არ ეყოლება, იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი. ყველას ვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი - ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთთან. მე მყავს სამი შვილი და თვენახევარია, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს. ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, არ მინდოდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორ იხრჩობიან ადამიანები, იმიტომ, რომ ერთმანეთს არ გაუფრთხილდნენ ოჯახის წევრები. თვითონ "გამოძვრნენ“ ახალგაზრდები, მაგრამ ასაკოვანი ადამიანები იხრჩობიან და ამის ყურება ძალიან ძნელია ჩვენთვის. ნუ გაგვაკეთებინებთ იმას, რომ ჩვენ დავიხოცოთ. ამ დრომდე ვიჭერდით, იმედია დაიჭერთ, თუ ყველანი სახლში დავსხდებით და პასუხისმგებლობას ავიღებთ იმაზე, რომ არ გამოვიდეთ სახლიდან,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge