აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 283-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 16.04.2020
- 17:56
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 283-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 15 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიქმეთ გაჯიევი ავრცელებს.
მისი ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 460 ადამიანი.