საქართველოში დღეს დამატებით 5 000 ტესტი ჩამოვიდა - ეკატერინე ტიკარაძე
- საზოგადოება
- 16.04.2020
- 19:20
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის ფარგლებში, საქართველომ დღეს კიდევ 5 000 ტესტი მიიღო.
ტესტები ხვალიდან დარიგდება კლინიკებში, რომლებიც COVID-19-ის მართვაში არიან ჩართული.
„დღეს დამატებით კიდევ 5 000 ტესტი ჩამოვიდა, რომლებიც ხვალ დილიდან უკვე დარიგდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ამ ინფექციის მართვაში არის ჩართული“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არანაირი კრიზისი არ არსებობს.