ხვალიდან სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება - ირაკლი ჩიქოვანი
- საზოგადოება
- 16.04.2020
- 21:15
ხვალიდან, 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"აკრძალვა არ ვრცელდება ტვირთების და დისტრიბუციის გადაადგილებაზე. ამასთან, სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - თქვა ჩიქოვანმა და აღნიშნა, რომ ხვალიდან, სავალდებულო ხდება პირბადების ტარება დახურულ სივრცეებში.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, გადაწყვეტილება ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების კუთხით ეპიდვითარების დამძიმების გამო მიიღეს.