საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17 920-დე გაიზარდა
- მსოფლიო
- 16.04.2020
- 22:52
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17 920-დე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჟერომ სალომონმა განაცხადა.
მისი თქმით, COVID-19-ით ინფიცირებულია 108 847 ადამიანი.
31 ათასი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. სალომონის თქმით, უკვე ზედიზედ მეორე დღეა იკლებს პაციენტთა რაიოდენობა კლინიკებში, ბოლო 24 საათში საავადმყოფოებს დახმარებისთვის 474-ით ნაკლებმა ადამიანმა მიმართა.
რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობს 6 248 ადამიანი. როგორც სალომონმა აღნიშნა, ზედიზედ მერვე დღეა რეანიმაციებში პაციენტების რაოდენობამ იკლო.