საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 17.04.2020
- 10:51
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 370 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 77 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5035 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -540.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.