კლინიკა თიმი დროებით დაიხურა
- საზოგადოება
- 17.04.2020
- 19:13
კლინიკა თბილისის მედიცინის ინსტიტუტი დროებით დაიხურება. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა, რომელიც 2 ექიმს, 5 ექთანსა და 2 პაციენტს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ნაწილი კი - კარანტინში მოთავსდება. საკარანტინო ზონაში გადავიდა საავადმყოფოს თანამშრომლების დიდი ნაწილიც.
კლინიკა თიმში 9 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან - 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტიც. პაციენტები, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდნენ.