ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 630 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 17.04.2020
- 20:55
ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 630 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბოლო 24 საათში სამწუხაროდ 630 გარდაცვლილი გვყავს“, - აღნიშნა კუომომ.
მისი თქმით, COVID-19-ის გამო ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა კლინიკებში პირიქით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იკლებს.