საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 18 ათასს აჭარბებს
- მსოფლიო
- 17.04.2020
- 22:20
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 681-ს მიაღწია. ერთ დღეში 761 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟერომ სალომონმა განაცხადა.
„საავადმყოფოებსა და სოციალურ დაწესებულებებში გარდაცვლილთა რაოდენობა 18 681-ს შეადგენს“, - განაცხადა სალომონმა ბრიფინგზე.
მისი განმარტებით, საავადმყოფოებში გარდაიცვალა 11 478, ხოლო სოციალურ და სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებებში - 7 203 ადამიანი.