png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია - მეუფე მელქისედეკი

  • საზოგადოება
  • 17.04.2020
  • 22:45
გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია - მეუფე მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,

ქვეყანაში შექმნილი ძალიან სერიოზული მდგომარეობის გამო, მსურს საჯაროდ ვუპასუხო თქვენი მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

უპირველესად მოგახსენებთ იმას, რომ აღდგომის საზეიმო მსახურებას, როგორც მონასტრებში, ასევე საერო ტაძრებში, აღვავლენთ ღამისთევით.

ამასთანავე მსურს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ჩვენ, სასულიერო პირები, ვალდებულნი ვართ ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში აღვასრულოთ საღვთო ევქარისტია. ესაა ის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ამ ეკლიან გზას შევუდექით. მედიკოსები ვალდებულენი არიან მოგვიწოდონ, თუკი ჩვენ მიერ აღსრულებული ესა თუ ის ქმედება შეიცავს რაიმე საფრთხეს, უპირველესად საკუთარი თავებისთვის და შემდეგ უკვე გარშემომყოფთათვის. ისიც მოგეხსენებათ, რომ პირდაპირ მოგვიწოდებენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომ მოვერიდოთ ნებისმიერი სახის შეკრებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაესწროთ ღვთისმსახურებებს. მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! რათა დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია, განა უმთავრესად ამას არ მოგვიწოდებდა ქრისტე მაცხოვარი, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა? თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამრთლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

მოგეხსენებათ, სიტუაციის გართულების პირველივე დღიდანვე აქტიურად მივყვებით მედიკოსთა და სახელმწიფოს რეკომენდაციებს. გავატარეთ უამრავი ღონისძიება, იქნებოდა ეს დისტანციის დაცვა, ტაძართა გახმოვანება, ჰიგიენის გამკაცრებული ნორმები და ა.შ. უფლის მადლით აქამდე წარმატებით მოვიდა საქართველოცა და ჩვენი ეპარქიაც, ახლა კიდევ ერთხელ უნდა შევუტიოთ ვერაგ ვირუსს. მე მესმის რთულია, რომ რაღაც საკითხების გამო არ დაესწროთ ღვთისმსახურებას, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის უფრო რთულია ხალხისაგან დაცლილ ტაძარში ღვთისმსახურების ჩატარება; წარმოდგენაც კი მზარავს რა გრძნობა იქნება, როდესაც ტაძარში, ჩემ მიერ წარმოთქმულ ,,ქრისტე აღსდგა-ს“, კედლების ექო უპასუხებს, მაგრამ მანუგეშებს ის, რომ ამით თქვენს სიცოცხლეს დავიცავ. ახლა, ამ სასტიკ ომში, იძულებულნი ვართ რაღაცა დავთმოთ, რათა ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი სიცოცხლე ვიხსნათ, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების!

იმასაც მოგახსენებთ, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს, ჩვენ, სასულიერო პირები, წმინდა ლიტურგიას ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღვავლენთ. შესაბამისად, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავლობა ერთ რომელიმე კონკრეტულ დღეს, შესაძლებელი იქნება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მორწმუნეებმა ამ ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე მიიღოთ ქრისტეს თვითუხრწნელი სისხლი და ხორცი. ერესია, რომ აღდგომისას მიღებული ზიარება უფრო აღმატებულია, ვიდრე სხვა დღეებში მიღებული. არ დაუჯეროთ არავის, ვინც ამას გასწავლით. თქვენ შეგეძლებათ დაუკავშირდეთ პირად მოძღვარს და ის დეტალურ მითითითებებს მოგცემთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ქრისტეს უხრწნელი ხორცი და სისხლი ბრწყინვალე შვიდეულის დროს ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ არც საკუთარ და არც სხვათა სიცოცხლეს.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის!

თქვენთვის მხურვალედ მლოცველი,

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge