უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 19.04.2020
- 11:22
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ 24 საათში 343-ით გაიზარდა და 5 449-ს მიაღწია, გარდაცვლილია 141 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 347 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 2 330 406 ადამიანი. გარდაიცვალა 160 925 პაციენტი.