21 აპრილიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
- საზოგადოება
- 20.04.2020
- 17:29
21-დან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა,ზოგან ძლიერი, 22 აპრილიდან მაღალმთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.