png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ელისაბედ მეორე დაბადების დღეს მხოლოდ მეუღლის გარემოცვაში აღნიშნავს

  • მსოფლიო
  • 21.04.2020
  • 11:11
ელისაბედ მეორე დაბადების დღეს მხოლოდ მეუღლის გარემოცვაში აღნიშნავს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე  94-ე დაბადების დღეს უჩვეულოდ აღნიშნავს. რაც მისი მმართველობის 68 წლის განმავლობაში პირველად ხდება.

ამჟამად დედოფალი თავის 98 წლის მეუღლესთან, პრინც ფილიპთან ერთად უინძორის სასახლეში იმყოფება. მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით წყვილმა მაქსიმალურად შეზღუდა სოციალური კონტაქტები და უახლოეს ნათესავებსაც კი არ ხვდება, რომლებიც ასევე იზოლირებულნი არიან თავიანთ რეზიდენციებში.

ელისაბედ მეორეს დაბადების დღეს პირადად მხოლოდ ქმარი მიულოცავს და კიდევ სასახლის რამდენიმე წარმომადენელი. სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს კი მისთვის დღესასწაულის მილოცვა მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით მოუწევთ.

პირველად ისტორიაში ელისაბედ მეორის დაბადების დღე არ აღინიშნება იარაღიდან გასროლით, დედოფალმა მისი გაუქმება გადაწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ ეს უადგილო იქნებოდა ეპიდემიის დროს, როდესაც ათასობით ადამიანი იღუპება.

ასევე გაუქმდა დედოფლის ოფიციალური დაბადების დღის საზეიმო ვითრებაში აღნიშვნა, რომელიც ტრადიციულად ივნისში იმართება. მარტის ბოლოს ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ 13 ივნისს დაგეგმილი ტრადიციული აღლუმი გაუქმდა.

ინგლისის დეოფალს წელიწადში დაბადების დღე ორჯერ აქვს, ის ნამდვილ დაბადების დღეს, 21 აპრილს ოჯახურ წრეში ზეიმობს. მეორე დაბადების დღის თარიღი კი ტრადიციულად ივნისის მეორე შაბათს აღინიშნება.

წელიწადში მონარქების დაბადების დღის ორჯერ აღნიშვნას საფუძველი 1748 წელს ჩაეყარა.  მაშინდელმა მეფემ ედუარდ მეშვიდემ ტახტზე ასვლისას დაბადების დღის თარიღი შეცვალა, მონარქი 9 ნოემბერს დაიბადა, რადგან ამ დროს ბრიტანეთში საკმაოდ ცივა, გადაწყვიტა ოფიციალური ზეიმი ზაფხულისთვის გადაედო.

მას შემდეგ ამ დღეს შენობებზე აღიმართება სახელმწიფო დროშები, ქუჩები კი ყვავილებით ირთვება. ეს დღე ქვეყანაში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge