სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 401-ს მიაღწია, გარდაიცვალა 24 ადამიანი
- მსოფლიო
- 21.04.2020
- 11:52
სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გასულ 24 საათში 62-ით გაიზარდა და 1401-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„სომხეთში კორონავირუსის 1 401 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 609 პაციენტი. გარდაიცვალა 24 ადამიანი“, - განმარტავენ უწყებაში.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით მკურნალობას გადის 768 ადამიანი, ჩატარაბულია 13 929 ტესტი.