საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 21.04.2020
- 20:55
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 408 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 97 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 4
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.