საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 98 პაციენტი განიკურნა
- საზოგადოება
- 22.04.2020
- 10:33
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 411 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 98 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 4
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 573.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.