საქართველოში COVID-19-ით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 22.04.2020
- 13:31
საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისათვის ახალი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 5-ს. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია.
ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 411-მდე გაიზარდა.