საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 107 პაციენტი განიკურნა
- საზოგადოება
- 22.04.2020
- 19:48
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 416 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.