რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 62 773-მდე გაიზარდა
- მსოფლიო
- 23.04.2020
- 12:22
რუსეთის 81 რეგიონში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 1959, მოსკოვში გამოვლინდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ საერთო ჯამში 62 773-ს მიაღწია. გარდაიცვალა 555 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4 891 პაციენტი.