საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 24.04.2020
- 22:01
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 444 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.