საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 25.04.2020
- 10:41
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 456 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.