აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 332 ადამიანი გარდაიცვალა
- მსოფლიო
- 25.04.2020
- 10:58
შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 3 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ერთ დღეში აშშ-ში 3 332 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო წინა 24 საათში - 2 139. ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსმა უკვე 51 017 ადამიანი იმსხვერპლა.
COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში 890 524-ს აღწევს. ბოლო 24 საათში კიდევ 28 819 შემთხვევა გამოვლინდა.
აშშ კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.