უკრაინაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 478 შემთხვევა გამოვლინდა
- მსოფლიო
- 25.04.2020
- 11:56
უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 478-ით გაიზარდა და 8 125-ს მიაღწია. ქვეყანაში კორონავირუსმა 201 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 782 პაციენტი. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა.