მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მლნ 700 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 25.04.2020
- 22:36
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 719 897-ს მიაღწია, გარდაიცვალა 187 ათასზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ჯანმო-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში დაფიქსირდა ინფიცირების 93 716 ახალი და გარდაცვალების 5 767 შემთხვევა. ლეტალური შემთხვევები 187 705-მდე გაიზარდა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა. აქ დაავადების 1 314 666 შემთხვევა გამოვლინდა.