სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 1 808-მდე გაიზარდა, მოიმატა გარდაცვლილთა რაოდენობამაც
- მსოფლიო
- 27.04.2020
- 13:52
სომხეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 62-ით გაიზარდა და 1 808-ს მიაღწია, გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში COVID-19-მა უკვე 29 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსზე 18 547 ტესტია ჩატარებული.