კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს რუსეთმაც გაუსწრო
- მსოფლიო
- 27.04.2020
- 14:47
რუსეთში, ბოლო 24 საათში COVID-19-ის 6 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 50 ადამიანი.
შემთხვევათა უმეტესობა (2 871) მოსკოვში დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, ოკუპანტ რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 87 147 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 794 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 7 346.