საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 27.04.2020
- 23:22
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 497 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.