აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 28.04.2020
- 22:15
შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 002 498-ს მიაღწია. ბოლო მოანაცემებით, გარდაცვლილია 56 749 პაციენტი.
აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.