საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 29.04.2020
- 10:26
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 517 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 168 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.