საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 30.04.2020
- 10:34
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 539 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 178 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.