კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა არის თეთრიწყაროდან - მარინა ეზუგბაია
- საზოგადოება
- 30.04.2020
- 10:45
საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 22 ახალი შეთხვევიდან უმეტესობა თეთრიწყაროდანაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით, 15 არის ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან, სამი – სვანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისის კლასტერებია. საერთო ჯამში კოვიდის-ცენტრებში სულ 361 პაციენტი იმყოფება.
„22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან, თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის სამი, დანარჩენი ბოლნისია. ჩვენ გუშინ დღე-ღამეში ოთხი დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა, ორი თეთრიწყაროდანაა, ორი ბოლნისიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 43 ინფიცირებული მკურნალობს.