სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 2 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 30.04.2020
- 14:26
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო 24 საათში 134-ით გაიზარდა და 2066-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით გამოჯანმრთელდა 929 ადამიანი. გარდაიცვალა 32 პაციენტი.
აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის მკურნალობას 1 103 პაციენტი გადის. ქვეყანაში კორონავირუსზე უკვე 21 125 ტესტია ჩატარებული.