ჩინეთს შეეძლო კორონავირუსის შეჩერება, მაგრამ ეს არ გააკეთა - დონალდ ტრამპი
- მსოფლიო
- 01.05.2020
- 10:36
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რო ჩინეთს შეეძლო კორონავირუსის შეჩერება, მაგრამ ეს არ გააკეთა.
„შესაძალებელი იყო კორონავირუსის გაჩერება, ის ხომ ჩინეთიდან გავრცელდა“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ჩინეთმა ან ვერ შეძლო COVID-19-ის გავრცელების შეჩერება, ან ეს არ გააკეთა.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ სავაჭრო გარიგებას. მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც ვირუსთან დაკავშირებით ხდება. ეს სიტუაცია მიუღებელია“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 60 ათასზე მეტი ადამიანი.