საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 02.05.2020
- 11:26
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.
ამავე მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში რვა პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.