აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
- საზოგადოება
- 03.05.2020
- 11:11
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გუშინდელის მსგავსად, დღესაც არ დაფიქსირებულა. გასული 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიაში 372 ანალიზი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. რეგიონში უკვე გამოკვლეულია 5000-მდე პირი. მათ შორის 1000 მედიკოსია.
ამჟამად, ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ 24 პაციენტი მკურნალობს. აჭარაში სულ 31 პირი გამოჯანმრთელდა.