საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 03.05.2020
- 11:18
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
ვstopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 589 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 215 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 8.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5066 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.