სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- მსოფლიო
- 03.05.2020
- 11:34
სომხეთში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 386-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში გარდაცვლილია 35 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 035 პაციენტი. სომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსზე უკვე 24 177 ტესტია ჩატარებული.