აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობამ 1932-ს მიაღწია
- მსოფლიო
- 03.05.2020
- 18:23
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 932-ს მიაღწია. გასულ 24 საათში გამოვლინდა COVID-19-ის 28 ახალი შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 1 441 პაციენტი, გარდაიცვალა 25 ადამიანი. ამჟამად კლინიკებში 466 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 19-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისათვის 158 ათასი ტესტია ჩატარებული.