6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით
- საზოგადოება
- 04.05.2020
- 14:56
6 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და შკვალური ხასიათის ქარი. 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება. მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა.
ზღვაზე შეიქმნება 3-4 ბალიანი ღელვის პირობები. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.