ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსმა 164 ადამიანი იმსხვერპლა
- მსოფლიო
- 04.05.2020
- 15:28
ზედიზედ მეორე დღეა ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა 200-ზე ნაკლებია. მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში დაფიქსირდა 164 ლეტალური გამოსავალი, იგივე მაჩვენებელი იყო წინა 24 საათში, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 25 428-ს შეადგენს.
ბოლო ერთ დღეში გამოვლინდა კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების 218 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.
ამასთან, გამოჯანმრთელებულთა დღიური რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ინფიცირებულთა რიცხვს. გასულ 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2 441 ადამიანი. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ უკვე 121 თასს გადააჭარბა.