აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 05.05.2020
- 22:35
შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ს 70 115 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1 181 885-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 187 ათასზე მეტი ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 517 345.-ს მიაღწია. გარდაიცვალა 243 401 ადამიანი.