საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა
- საზოგადოება
- 06.05.2020
- 10:39
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 610 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 269 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 523.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.